2017-11-29 12:11:33
ამერიკამ მიზეზი უნდა ეძებოს საკუთარ თავში, რატომ ,,აგებენ რუსეთთან" - რუსთაველი მიტროპოლიტი

სინოდის წევრები ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ ღიად საუბრობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართულებით ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე.

სინოდის წევრები ადასტურებენ, რომ  მხარს უჭერენ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მიიჩნევენ, რომ ტექნოლოგიურად განვითარებული დასავლური ქვეყნების პირობებში, რუსული პროპაგანდა არ უნდა მძლავრობდეს.

„ასე ვთქვი, რომ ალბათ მიზეზი უნდა ეძებონ თავის თავში, რომ რაღაც გამორჩათ, რაღაცას ვერ ითვალისწინებენ. იმიტომ, რომ წარმოუდგენელია ასეთ ტექნოლოგიური, განვითარებული და წინ წასული ამერიკა და ევროპა როგორ შეიძლება აგებდეს რუსეთთან, რომელიც ახლა იწყებს გამოსვლას. იმიტომ, რომ 90-იან წლებში ცხადია, მას ამის თავი არ ჰქონდა, არც შესაძლებლობა არ გააჩნდა და ბოლო 10-15 წელია რაც რუსეთი გამოვიდა მსოფლიო არენაზე. მიზეზი უნდა იპოვონ თავის თავში. უკეთესი პიარი, უკეთესი ინფორმირება, ინტერპრეტირება მოვლენების და ფართო გაშუქება,“ - განაცხადა რუსთაველმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ.

 

ამავე თემაზე