პატრიარქის 25 დეკემბერი - რატომ არ ახსენა მეუფე შიომ დისერტაციაში ბერი შუშანიას ანტირუსული მოღვაწეობა?
2017-11-28 00:11:29 · ამობეჭდვა

თეოლოგთა ერთი ნაწილი თვლის, რომ რადგან პატრიარქმა მოსაყდრე დაასახელა ის გადადგომასაც აპირებს, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს,რომ პატრიარქის გადადგომა არსებულ სიტუაციაში აუცილებლობას არ წარმოადგენს. ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ,,პირველ რადიოსთან“ საუბრისას ამბობს, რომ წინასწარ იმის განჭვრეტა რა გადაწყვეტილებებს მიიღებს უწმინდესი რთულია, რადგანაც ილია მეორე საკმაოდ არაორდინალური პიროვნებაა და ამაზე მოულოდნელად თანამოსაყდრის დასახელებაც მეტყველებს.

,,იმ შემთხვევაშიც კი თუ პატრიარქი 25 დეკემბერს გადადგება ავტომატურ რეჟიმში მოსაყდრე ვერ გახდება პატრიარქი. მან უნდა მოამზადოს სინოდისა და საერთო საეკლესიო კრება მომავალი პატრიარქის ასარჩევად. რამდენი ხანი გაგრძელდება ეს პროცედურა, ალბათ სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუმცა პატრიარქის ფუნქცია-მოვალეობას ამ ხნის მანძილზე მოსაყდრე შეასრულებს. იქიდან გამომდინარე, რომ პატრიარქი არაორდინალური პიროვნებაა და საკმაოდ ჭკვიანურ გადაწყვეტილებას იღებს. ამ პერიოდში მოახდენს დაკვირვებას სინოდის წევრებსა და მიმდინარე პროცესებზე. ჩემი ვარაუდით, უმჯობესი იქნება თუ გარკვეული პერიოდი ეს ე.წ. ორხელისუფლებიანობა იქნება შენარჩუნებული - ეს შესაძლებლობას მისცემს ეკლესიას დააკვირდნენ და ჩვენც დავაკვირდეთ, რამდენად აქტიური იქნება თანამოსაყდრე. რამდენად განახორციელებს რეფორმებს, ან რა კურსით წარუძღვება ეკლესიას - ეს შესაძლებლობა იქნება დააშოშიმინოს ის ვნებათთაღლევა, რომელიც გამოიწვია მეუფე შიოს თანამოსაყდრედ არჩევამ“ - ამბობს მირცხულავა.

მირცხულავა ფიქრობს, რომ პატრიარქი არ გადადგება თუ დაინახავს, რომ მეუფე შიოს მიმართ განწობა იქნება ნეგატიური. ასეთ შემთხვევაში მისი აზრით, უწმინდესი შეეცდება ეს ე.წ. ორხელისუფლებიანობა გაახანგრძლივოს. მირცხულავა ამბობს, რომ მეუფე შიოს შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი და ამას, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარე აქვს.

,,მეუფე შიოს ასეთი სიჩუმე, რომ ჩვენ არ ვიცით, მისი პოლიტიკური შეხედულებები და არ ვიცით მისი მსოფლმხედველობა, საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, ადამიანების უფლებებისა და უმცირესობების დაცვის შესახებ. ეს კარგია იმისთვის, რომ ახალგაზრდა მიტროპოლიტი წარმოგვიდგეს სასულიერო პირი ,რომელიც სხვადასხვა სახის კონფლიქტებში არ ერთვებოდა. მეორე მხრივ თუ შევხედავთ ის არის მაღალი იერარქიის სასულიერო პირი და ის არის ამ ქვეყნის მოქალაქე, ალაბთ მისი დამოკიდებულება რიგ საკითხებზე ცნობილი უნდა იყოს. ჩვენ არაფერი ვიცით გარდა იმისა, რომ მაგალითად მის დისერტაციაში, რომელიც ეძღვნება წმინდა ალექსი ბერს (შუშანია) ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი, როგორ დევნიდა რუსული ხელისუფლება ამ ბერს, ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი იმ ტიტანების შესახებ როგორიც იყო კირიონი. ამბროსი ხელაია და სხვა წმინდანად აღიარებული პირები, რომლებიც ცნობილია მათი ბრძოლით. ეს გარკვეულწილად გამოხატავს იმას, რომ ის ლოიალურად არის განწყობილი რუსეთისა და რუსული პოლიტიკისადმი და რუსული გავლენისადმი“-ამბობს მირცხულავა. მისი თქმით, ბუნებრივია , არავინ ითხოვს მეუფე შიოსგან რუსული ეკლესიისაგან სრულ დისტანცირებას, მაგრამ მეუფე შიოს ნაბიჯები ნათელს გახდის, რა დამოკიდებულება აქვს მას რუსეთისა და რუსული გავლენების მიმართ. მირცხულავა ამბობს, რომ მეუფე შიოს მარტივი ტესტის ჩაბარება შეუძლია ამ მიმართულებით.

,,რუსული ეკლესიისგან დისტანცირების საუკეთესო მაგალითი იქნება, თუ მოსაყდრე გაახმოვანებს თუნდაც იმ პოზიციას, რომ 25 დეკემბერს აღნიშნავს შობას. ეს გადაწყვეტილება რუსული ეკლესიის მოთხოვნიდან გამომდინარე არ დგებოდა. ეს იქნება ძალიან მსუბუქი ტესტი, თორემ რუსულ და სხვა ეკლესიებთან რომ მოუწევს თანამშრომლობა და უამრავ გნებავთ პოლიტიკურ საკითხზე თანამშრომლობა ეს არის აქსიომირებული“-ამბობს მირცხულავა ,,პირველ რადიოსთან“ საუბრისას.





გაზიარება და მოწონება