აშშ-საქართველოს ურთიერთობები თავდაცვის სფეროში ახალ ეტაპზე გადადის
2017-11-27 12:56:07 · ამობეჭდვა

„აშშ-საქართველოს თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში მომავალ წელს უფრი ინტენსიური იქნება“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ლევან იზორიამ და იან კელიმ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი და ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგები შეაჯამეს.

ელჩის განცხადებით, აშშ-ში ნოემბერში ქართული დელეგაციის ვიზიტი პოზიტიური და წარმატებული იყო.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები თავდაცვის სფეროში თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის. მხარეებმა საქართველოსა და ამერიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე ყურადღება თავდაცვის უწყებაში რეფორმების განხორციელების პოზიტიურ შედეგებზეც გამახვილდა. ამერიკის ელჩთან შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ასევე საქართველოში აშშ-ის სხვა ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრნენ.





გაზიარება და მოწონება