პატრიარქისნაცვალი: როდის გახდება მეუფე შიოს ფუნქციები ცნობილი - საპატრიარქოს განმარტება
2017-11-27 12:41:55 · ამობეჭდვა

პატრიარქის მოსაყდედ მეუფე შიოს დასახელებიდან მეოთხე დღეს კვლავ უცნობია კონკრეტულად რა ფუნქციები ექნება მოსაყდრეს. პატრიარქი ამ დროისთვის აჭარაში იმყოფება და მოსაყდრის უფლებამოსილების შესახებ ცნობილი მისი ბათუმიდან დაბრუნების შემდეგ გახდება. ამ საკითხთან დაკავშირებით, ,,პირველი რადიო", დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილს ესაუბრა, რომელმაც მეუფე შიო პატრიარქისნაცვალი უწოდა და განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში მოსაყდრის უფლებამოსილება გარკვეული იქნება.

,,ჯერ-ჯერობით, სამუშაო პროცესი მიმდინარეობს მალე ცხადი იქნება ყველაფერი. დაიდება საპატრიარქოს ვებ-გვერდზე. უწმიდესი განუსაზღვრა მას უფლებამოვალეობებს. დავალებებს მისცემს როგორც აქამდე ჰქონდა მას დავალებები. სამონასტრო ცხოვრება ეხება მეფე შიოს მცხეთა-თბილისის ეპარქიაში და მას უნდა გაუკონტროლებინა სამონასტრო ცხოვრება, ბერები და მონაზვნები. ახლა დამატებითი ფუნქციები მიეცემა. მაგალითად, კვირას, წირვა-ლოცვა შეასრულა სამების საკათედრო ტაძარში. რაც იმას ნიშნავს, რომ რომ ის პატრიარქისნაცვალია. დაახლოებით, ეს სიტყვა შეგვიძლია გამოვიყენოთ რომ მოსაყდრე ამ შემთხვევაში შეასრულებს ამ წირვა-ლოცვევს და შესაძლოა და უწმინდესი მისცემს ლოცვა-კუთხევას და მერე სამართლებრივად ეს ყველაფერი დაიწერება. შესაძლებელია, ის საპატრიარქოშო ადმინისტრაციული მმართველი იყოს“,- განაცხადა ,,პირველ რადიოსთან“ საუბარში კახაბერ გოგოტიშვილმა.





გაზიარება და მოწონება