2017-11-24 00:11:00
მოსაყდრის დასახელების ორი ვერსია - რისთვის იყო კირილის ემისარი თბილისში

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მიერ გიორგობის სადღესასწაულო წირვაზე თანამოსაყდრის დასახელება მოულოდნელი აღოჩნდა როგორც ეკლესიის შიგნით, ისე საზოგადოების და პოლიტიკოსების უდიდესი ნაწილისთვის. ,,პირველი რადიოს“ ინფორმაციით, მოსაყდრის დასახელების შესახებ გადაწყვეტილება პატრიარქის უახლოესი გარემოცვის წევრებისთვისაც არ იყო ცნობილი და ამის შესახებ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა. საპატრიარქოს შიდა წრეებთან დააახლოებული პირის ინფორმაციით, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა ,,პირველ რადიოსთან“ საუბარში განაცხადა რომ არ თუ მიტროპოლი შოის თანამოსაყდრედ დასახელება არამედ ზოგადად თანამოსაყდრის თემა წმინდა სინოდის წევრებისთვისაც მხოლოდ გიორგობის წირვაზე გახდა ცნობილი. ამავე წყაროს ინფორმაციით, პატრიარქმა გადაწყვეტილება თანამოსაყდრის დასახელების შესხებ ე. წ ანდერძის ირგვლივ მითქმა-მოთქმამ დააჩქარა. ამ ყველაფერს კი წინ უსწრებდა ,,ციანიდის საქმის“ სკანდალი და პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.

როგორც ,,პირველი რადიოსთვის“ არაოფიციალურად ხდება ცნობილი ე. წ. ანდერძის დაწერას პატრიარქს ეკლესიის შიგნით არსებული სხვადასხვა დაჯგუფებები ,,აძალებდნენ“. თანამოსაყდრეთა შორის კი ქორეპისკოსები: იაკობი და თეოდერე განიხილებოდნენ. თუმცა პატრიარქმა ყველაზე მოულოდნელად გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის და მრევლისთვსი ნაკლებად ცნობილ მესამე ქორეპისკოპოსზე მეუფე შიოზე გააკეთა. ,,პირველი რადიოს“ წყაროს ინფორმაციით, მეუფე შიოზე არჩევანის შეჩერებას შესაძლოა ორი მიზეზი ჰქონდეს. პირველი მიზეზი - მეუფე შიო მრევლში საზოგადოებაში ნაკლებად ცნობილია. ის არ მონაწილეობდა ციანიდის სკანდალის ირგვლივ არსებულ დაპირისპირებებში. სხვა იერარქიებისგან განსხვავებით, ის არ მონაწილეობდა საპატრიარქოს ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებულ სკანდალებში. მეორე ვერსიის თანახმად, პატრიარქმა არჩევანი მეუფე შიოზე საპატრირქოში და მის გარეთ რუსეთის ეკლესიის დასაყრდენი სასულიერო და პოლიტიკური დაჯგუფების გავლენით მოხდა. ამავე ვერსიის თანამად, მეუფე შიოს სასარებლოდ გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული იყო პრორუსული განწყობებით ცნობილი ბიზნესმენი ლევან ვასაძე. პატრიარქმა გადაწყვეტილება შესაძლოა რამდენიმე დღის წინ თბილისის მყოფ რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა უფროსს ვოლოკოლამსკი მეტროპოლიტს ილარიონს აცნობა. აღსანიშნავია ის გარემოება პატრიარქოს ,,მოულოდენელი“ გადაწყვეტილების შესახებ, საპატრიარქოს განმარტება არ გაუკეთებია. უცნობია, სინოდის წევრების, მათ შორის, ქორეპისკოპოსების ოფიციალური რეაქცია მეუფე მოსაყდრედ დანიშვნასთან დაკავშირებით.

ამავე თემაზე