ლარი კვლავ გაუფასურდა
2017-11-21 17:15:25 · ამობეჭდვა

ლარი კვლავ გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გაცვლითი ოფიციალური კურსი გამოაქვეყნა. ხვალიდან ერთი დოლარის შესაძენად 2.7060 ლარი იქნება საჭირო. დღეს მოქმედი კურსით, 1 დოლარი 2.6890 ლარი ღირდა, შესაბამისად, ცვლილებამ 0.0170 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ხვალიდან ერთი ევროს ღირებულება 3.1766 ლარი იქნება. ევროსთან მიმართებაში ცვლილებამ 0.0049 ლარი შეადგინა.





გაზიარება და მოწონება