"სახლში შემოვიდა სპეცრაზმი და მომიპარა" - შავშიშვილი დაკავების დეტალებს იხსენებს
2017-11-19 23:23:45 · ამობეჭდვა

უკრაინიდან დეპორტირებული 8 ქართველი საქართველოში ბორნით ჩამოიყვანეს. მათ შორისაა რუსთავი2-ის კიევის ბიუროს ოპერატორი, თამაზ შავშიშვილი, რომელმაც ბორნის დატოვების შემდეგ მისი დაკავების ოპერაციის დეტალები გაიხსენა.

„11 საათზე შემოვარდნენ 15 შეიარაღებული. სახეში ჩამარტყეს იარაღი, ძირს დამაწვინეს და ფეხებით მირტყამდნენ. ფეხები და ხელები შემიკრეს "სკოჩით". ჩამაგდეს მანქანში. ორჯერ გამოცვალეს ეს მანქანა. მომიპარეს სახლიდან, ფაქტობრივად. მერე ვერტფრენში ამიყვანეს. ჯერ წამიკითხეს, სამი წელი ვერ შემოხვალ უკრაინაშიო. ვერტფრენში ძირს დამაწვინეს და გაურკვეველი მიმართულებით გავფრინდით. ეს მთელი დღე გრძელდებოდა. აღმოვჩნდი მერე გემზე. მეც ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ჩვეულებრივად მომიპარეს. სახლში შემოვიდა სპეცრაზმი და მომიპარა,“ განაცხადა შავშიშვილმა.





გაზიარება და მოწონება