,,სანამ ეს მთავრობა არსებობს ლარს არაფერი ეშველება"
2017-11-18 00:18:09 · ამობეჭდვა

ლარის დასტაბილურება ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის შემთხვევაშია შესაძლებელი, თუმცა რწმენა იმისა, რომ მთავრობას რამე შეუძლია ხალხს არ აქვს-ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ,,პირველ რადიოსთან“ საუბრისას აცხადებს.,

ჭიაბერაშვილმა ,,ქართული ოცნების“ შტაბში გამართული ის შეხვედრაც შეაფასა, სადაც ხელისუფლების წევრებთან ერთად სავარაუდოდ ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი იმყოფებოდა.

ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ სასურველია, თუ ეროვნული ბანკი დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს.

,,გამოსავალი არის ის რასაც ჩვენ ვეუბნებით მთავრობას დიდი ხანია, გადასახადები თუ არ შემცირდა და თუ არა დავეხმარეთ საშუალო და მცირე ბიზნესს ისე არ იქნება ეკონომიკური ზრდა და არ დასტაბილურდება ლარი.

მთავრობა ყველაფერს აბრალებს მოლოდინებს-ეს არის ყველაზე დამაზიანებელი განცხადება მათთვისვე, ეს განცხადება ნიშნავს,რომ მათაც კი ვინც 41 შემოხაზა ,იციან რომ მთავრობა არაკომპეტენტურია და უვიცი-სწორად ამას ნიშნავს ყველაფრის მოლოდინებზე დაბრალება.

საზოგადოებამ იცის, რომ სანამ ეს მთავრობა არსებობს ლარს არაფერი ეშველება, უბრალოდ საზოგადოების ნაწილს მისაღებად მიაჩნია ეს მდგომარეობა.

საკუთარი არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გარდა მთავრობა ყველაფერს აბრალებს ლარის კურსის გაუფასურებას.

რაც შეეხება ,,ქართული ოცნების“ როგორც პარტიის შტაბის სხდომას, სადაც ეროვნული ბანკის წარმომადგენელი იმყოფებოდა, ეს ნიშნავს, რომ ისინი ექვემდებარებიან ერთ კონკრეტულ პარტიას, მასინ როცა ეროვნული ბანკი უნდა იყოს დამოუკიდებელი ინსტიტუტი.

რას გადაწყვეტს ეროვნული ბანკი ვნახავთ, მაგრამ ვთქვათ ჩამოვიდა 2.65 ,როცა კურსი იყო 2.40 სამი კვირის წინ ეს რა შეღავათს მოიტანს?ეს აისახება ფასში და გრძელვადიანად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასაც შეუშლის ხელს .

რწმენა იმისა,რომ ამ მთავრობას რამე შეუძლია არ არსებობს“- აცხადებს ჭიაბერაშვილი ,,პირველ რადიოსთან“ საუბრისას.





გაზიარება და მოწონება