2017-11-18 00:09:57
ლარის დევალვაცია 10 დეკემბრამდე გაგრძელდება - რა მოხდა ,,ქართული ოცნების" ოფისში დახურულ შეხვედრაზე

ეროვნული ბანკი თვლის, რომ ჯერ არ დამდგარა კრიტიკული წერტილი, პოლიტიკოსები კი თვლიან, რომ დადგა. მე ასე წარმომიდგენია ეს დისკუსია- ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი "ქართული ოცნების" ოფისში, ეროვნული ბანკის წარმომადგენლობისა და მმართველი გუნდის წევრების შეხვდრას, რომელსაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებიც ესწრებოდნენ. ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ სებ-მა გარკვეული მითითებებიც მიიღო იმისთვის, რომ თავის კომპეტენციის ფარგლებში ლარის მოთხოვნა--მიწოდების დისბალანსი დაარეგულიროს. "პირველ რადიოსთან" საუბარში ხუხაშვილი არც ლარის ხელოვნურად დაჭერის მცდელობას გამორიცხავს და ამბობს, რომ ახლა მთავარია ბაზარზე პანიკა არ დაიწყოს.

"ვითარება რომ რთულადაა ეს არაა დღევანდელი ამბავი. წლების განმავლობაში გრძელდება ეს. ჩემის აზრით, ლარის გრძელვადიანი სტაბილურობის პრობლემა მხოლოდ ეროვნული ბანკის კომპეტენცია არ არის. ვფიქრობ, რომ დეპუტატებს მეტი გარკვეულობა უნდათ ამ საკითხში იმიტომ, რომ მათ უწევთ კომენტარების კეთება, რომელიც ხშირად არაპროფესიონალურია, მათ უნდოდათ ფაქტიურად მესიჯბოქსის ჩამოყალიბება. ერვნულ ბანკის პოზიცია არის ძალიან მარტივი . მათ ესმით, რომ ეს გაგრძელდება სადღაც 10 დეკემბრამდე, გამომდინარე იქიდან, რომ საიმპორტე შესყიდვები პრაქტიკულად გაჩერდება 15 იანვრამდე და ლარი ამოისუნთქავს. ამაზეა გათვლა. 10 დეკემბრამდე რაღაცა ინტერვენცია მოუწევთ და ვფიქრობ, რომ უმრავლესობა ცდილობდა თავისი კომპეტენცია აემაღლებინა თემის კომენტირების დროს... სებ-ის პოლიტიკა უფრო ლიბერალურია. ცდილობს პოლიტიკის პრიზმაში არ შეხედოს და ისე იმოქმედოს. პოლიტიკოსები ცდილობენ პოლიტიკური დირექტივა გასცენ. შეიძლება იყო ასეთი საუბარიც. ამაში ვერაფერს სკანდალურს ვერ ვხედავ. სამწუხარო ისაა, რომ დევალვაცია გრძელდება და სოციალური რისკები იზრდება....პოლიტიკოსებს ეშინიათ ეს ყველაფერი არ გადაიზარდოს სოციალურ დაძაბულობაში, პანიკა არ დაიწყოს ბაზარზე და ცდილობენ ეროვნული ბანკი გაააქტიურონ რაღაცნაირად, რომ ლარის მოთხოვნა--მიწოდების დისბალანსი რაღაცნაირად დააბალანსოს...მთავარია სავალუტო ბაზარზე არ დაიწყოს პანიკა. მაშინ კიდევ უფრო დეფიციტური გახდება დოლარი. დაიწყება მისი ისტერიული შესყიდვა და პრობლემის გადაჭრა ბევრად გართულდება. ალბათ შეხვედრა შეეხებოდა ამას, რომ ეროვნული ბანკი ამბობდა, რომ პანიკის მიზეზი არ არის, პოლიტიკოსები კი ამბობდნენ, რომ პანიკის ზღვარზეა ყველაფერი და დღესვე გამოიყენე ინსტრუმენტები. ეროვნული ბანკი თვლის, რომ ჯერ არ დამდგარა კრიტიკული წერტილი, პოლიტიკოსები კი თვლიან, რომ დადგა. მე ასე წარმომიდგენია ეს დისკუსია",- განაცხადა გია ხუხაშვილმა "პირველ რადიოსთან" საუბრისას. 

ამავე თემაზე