2017-11-17 22:02:13
კახა კალაძე - საახალწლოდ ქალაქის მოსართავად, მოსახლეობის დახმარება დამჭირდება და მჯერა, ბევრი დამიდგება გვერდით

საახალწლოდ ქალაქის მოსართავად, მოსახლეობის დახმარება დამჭირდება და მჯერა, ბევრი დამიდგება გვერდით – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.

დედაქალაქის მერის თქმით, ამ საკითხზე რამდენიმე დღეში გააკეთებს განცხადებას.

„საახალწლოდ ქალაქის მოსართავად სამუშაოები დაწყებულია, თუმცა ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღეში გავაკეთებ შესაბამის განცხადებას, დამჭირდება დედაქალაქის მოსახლეობის დახმარება, ჩართულობა ამ მიმართულებით და მჯერა, ბევრი ადამიანი დამიდგება გვერდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამავე თემაზე