ლარი კვლავ გაუფასურდა - 1 დოლარი - 2.7268, ერთი ევრო - 3.2176
2017-11-17 17:25:58 · ამობეჭდვა

ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურდა. ლარი დოლართან მიმართებაში 0229 თეთრით დაეცა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7268 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7039 ლარი იყო.

ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი ევროს ღირებულება 3.2176 ლარია, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1836 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.034 ლარი შეადგინა.





გაზიარება და მოწონება