საწვავი და სურსათი შესაძლოა გაძვირდეს
2017-11-15 00:17:18 · ამობეჭდვა

ექსპერტ გიორგი პაპავას განცხადებით, ლარის გაუფასურებას აუცილებლად მოყვება პროდუქტისა და ბენზინის გაძვირება.
როგორც პაპავა ,,პირველ რადიოსთან“ საუბრისას ამბობს, ყველა იმპორტირებულ საქონელზე მოიმატებს ფასი, რადგან ბიზნესი ეცდება ლარის გაუფასურების გამო მნიშვნელოვნად არ იზარალოს.

,,როცა კურსი მნიშვნელოვნად უფასურდება ეს აისახება იმპორტირებულ საქონელზე, ანუ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვისაუბროთ ბენზინზე იმიტომ რომ მისი ფასი დაფიქსირებულია დოლარში და ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში საწვავის ღირებულებაზე აისახება ლარში. ასევე პირველ რიგში ფასების ზრდა შეეხება იმ პროდუქტს,რომელიც არის იმპორტირებული.
შემდეგ უკვე ფასის ზრდა იმის გამო რომ სატრანსპორტო სექტორში მომსახურება გაძვირდება და იმპორტირებული პროდუქტიც უფრო ძვირი იქნება ეს ავტომატურად გადაეცემა სხვა პროდუქტებსაც.
იმის გარდა რომ თვითონ ნიშნული არის გაუფასურებული,როცა კერძო სექტორი ხედავს,რომ კურსის მერყეობა იყოს ასეთი მნიშვნელოვანი ამ რისკებს რეალურად ფასში დებს ანუ იმაზე მეტად აძვირებს პროდუქციას, ვიდრე ამას კურსის ცვალებადობა განაპირობებს.
ბიზნესმა რომ იცოდეს, რომ ლარი მომავალში მნიშვნელოვნად არ იმერყევებს იქნება მშვიდად,მაგრამ თუ იცის,რომ შეიძლება მნიშვნელოვან გაუფასურებას ელოდოს მოკლე პერიოდში, ამას ჰქვია სავალუტო რისკი,როდესაც რისკს პროდუქტის ფასში დებს , ანუ თავს იზღვევს იმისგან,ვალუტა თუ მნიშვნელოვნად გაუფასურდა თვითონ არ დაზარალდეს“-ამბობს გიორგი პაპავა.





გაზიარება და მოწონება