გომელაური თუ გოგაშვილი - ვისი კადრი დაინიშნება კონტრდაზვერვაში?
2017-11-15 00:10:33 · ამობეჭდვა

საგარეო დაზვერვისა და სუს-ის გაერთიანებასთან დაკავშირებით, "ევროპული საქართველოს" ერთ ერთი ლიდერი გივი თარგამაძე აცხადებს, რომ ამ ორი უწყების მუშაობის სპეციფიკა ერთმანეთისგან განსხვავებულია. მისივე თქმით, ეს ყველაფერი შეიძლება განვიხილოთ როგორც მავნებლური ნაბიჯი, ან მექანიკური შეერთება.

"კლასიკური სახით არც ერთი სახელმწიფოებრივ წყობაში ეს ორი უწყება ერთი ქუდის ქვეშ არ არის და ნონსენსია. გამომდინარე იქიდან, რომ სპეციფიკა მათი მუშაობის არის სრულად განსხვავებული და გარკვეულწილად ერთი მეორეს აკონტროლებს და შესაბამისად, მათი ერთ ქუდ ქვეშ ყოფნა გამორიცხავს ამ კონტროლს" აცხადებს თარგამაძე.

რაც შეეხება კითხვას, გაძლიერდა თუ არა საგარეო კონტრდაზვერვის შეერთებით სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, თარგამაძე ამბობს, რომ გომელაური სადაც არის იქაც სუსტია და უსაფრთხოების სამსახურში წამყვანი ფიგურა მისი მოადგილე, სოსო გოგაშვილია:

"გომელაური პრაქტიკულად იქ, სადაც არის იქაც სუსტია ვინაიდან ძირითად მიმართულებებს სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობს, რაზეც გომელაური წუხს ხოლმე, მაგრამ ვერ ახერხებს, რომ ამ ადამიანს მოერიოს თავისივე სტრუქტურაში. მნიშვნელოვანია ვის დანიშნავენ საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელად, ვინაიდან კონტრდაზვერვაში დაინიშნა ისეთი კადრები , რომ შეუძლებელია კონტრდაზვერვას მოსთხვო მუშაობდეს, როგორც კონტრდაზვერვა. სრულიად არაკომპეტენტურები არიან ყველა მისი ხელმძღვანელები. მთლიანობაში ეს ყველაფერი შეიძლება განვიხილოთ როგორც მავნებლური ნაბიჯი , ან როგორც მექანიკური შეერთება.

გოგაშვილი ახლა ბევრად უფრო ძლიერ პოზიციაზე, ვიდრე იქნება თუ ერთ კონკრეტულ საგარეო დაზვერვის მიმართულებაზე დანიშნავენ. უფრო სავარაუდო არის, რომ იქაც, როგორც მან კონტრდაზვერვაში მოახერხა ეს, დანიშნოს თავისი კადრი და ეს კადრები ერთიანად არიან სრულად არაკომპეტენტურები",- განაცხადა გივი თარგამაძემ "პირველ რადიოსთან" საუბარში.





გაზიარება და მოწონება