,,თავიდან ბოლომდე რუსულ ბიზნესშია ჩართული... ვისი შს მინისტრი იქნება საქართველოსი თუ სხვა ქვეყნის“
2017-11-15 00:06:48 · ამობეჭდვა

,,დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი ბარამიძის განცხადებით, ახალი შს მინისტრი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ახლობელია. თუმცა მოიხედავად ამისსა, ის მასზე არც კარგად აბობოს და არც ცუდს მაგრამ კითხვები თავისთავად რჩება.
,,ძლიან მიკვირს რა კრიტერიუმით შეარჩიეს შს მინისტრის პოსტზე ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გახარია. კარგად ვიცი ვისთან ახლობლობს ეს ადამიანი, მაგრამ არის მეორე მომენტიც - ის თავიდან ბოლომდე რუსულ ბიზნესშია ჩართული. უნდა გვითხრან წამოიღო თუ არა რუსეთიდან თავისი ბიზნესი. გვითხრან ისიც ჩინოვნიკია თუ ბიზნესმენი...განათლებასთან დაკავშირებით მე კითხვები არ მაქვს. არასამთავროების და ნაციონალების დიდი ნაწილს როემლბეიც თავს იკლავენ ჩვენზე პროდასავლური არავინ არ არისო, განათლება რუსეთში აქვთ მიღებული. მე ის მაინტერესებს, რომელ ქვეყანაში აქვს მას ახლა ანგარიშები. უნდა ვიცოდე ვისი შს მინიტრი იქნება. საქართველსი თუ სხვა ქვეყნის. მაინტერესებს ისიც რა ფენომენია, რა აქვს შექმნილი, რომ უცბათ ამხელა სტრუქტურა ჩაიბარა. გიორგი გახარიაძე ჯერ არც ცუდს ვამბობ და არც კარგს, კითხვები თავისთავად ჩნდება,“- აცხადებს გიგლა ბარამიძე ,ახალ თაობასთან“ ინტერვიუში.





გაზიარება და მოწონება