ყველა პერსონა, რომელიც ახლა დანიშნა, ივანიშვილს დაქვემდებარებულია - თამარ კორძაია
2017-11-14 23:04:29 · ამობეჭდვა

ყველა პერსონა, რომელიც ახლა დანიშნა, ივანიშვილს დაქვემდებარებულია - ამის შესახებ განცხადება პარტიის მდივანმა, თამარ კორძაიამ, გადაცემა "არჩევანში" გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები არ გულისხმობდა გარემოს დაცვის სამინისტროს ლიკვიდაციას.

თამარ კორძაიას თქმით, "ეს რეფორმები თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ მიზანმიმართულად გახმაურდა და ეს არ უკავშირდება ძალთა გადანაწილებას, რადგან ქართული ოცნება უკვე არის ერთპარტიული მმართველი".

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს არ გაუმართლა პირდაპირი წესით არჩეულ კანდიდატებში და ამის მაგალითია გიორგი მარგველაშვილი. თუმცა, გამონაკლისი ამ კუთხით არის კახი კალაძე.

„ჩვენ გვაქვს რეალობა, რომ პოლიტიკურ პარტიაში კახი კალაძემ დაიკავა სერიოზული პოზიციები. კახი კალაძე ერთადერთი პერსონაა ქართულ ოცნებაში, რომელმაც მოახერხა, ბიძინა ივანიშვილის ღია მხარდაჭერის გარეშე მოსულიყო ხელისუფლებაში,“ - განაცხადა კორძაიამ.





გაზიარება და მოწონება