ივანიშვილმა მასზე თქვა, რომ ის არის კარგი ბიჭი... ბახტაძეზე მხოლოდ ეს ვიცით - უგულავა (ვიდეო)
2017-11-14 22:51:29 · ამობეჭდვა

„ცვლილებები, რბილი შეფასება რომ გავაკეთო, არის არასაკმარისი. ხშირ შემთხვევაში, არათუ არასაკმარისია, შეიძლება, კონტრპროდუქტიული იყოს,“ - ასე აფასებს "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალური მდივანი, გიგი უგულავა, სამთავრობო ცვლილებებს.

უგულავა "არჩევანის" ეთერში აღნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდისთვის ეს ნაბიჯები არ არის საკმარისი. გიგი უგულავას თქმით, მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტი პარლამენტში უკვე წარდგენილი აქვს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ფინანსთა მინისტრის თქმით, ცვლილებების შემდეგ არაფერი დათვლილი არ არის. თბილისის ყოფილი მერის თქმით, საკადრო გადაადგილებები არა პროფესიული, არამედ ივანიშვილთან სიახლოვითაა განპირობებული. ამის მაგალითად შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის, გიორგი გახარიას, დანიშვნა მოჰყავს. მან ასევე, ფინანსთა ახალი მინისტრი, მამუკა ბახტაძე, დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ ადამიანის შესახებ მხოლოდ ცნობილია ის, რომ ივანიშვილმა ის კარგ ადამიანად დაახასიათა.





გაზიარება და მოწონება