2017-11-14 20:36:38
ცრუ განგაში - აეროპორტმა მუშაობა განაახლა

შსს-ს ინფორმაციით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა. აეროპორტის ტერმინალებში მგზავრებს და თანამშრომლებს შესვლის უფლება მისცათ - აეროპორტა ჩვეულ რეჟიმში მუშაობა გაანაახლა. ანონიმური ზარის გამო გამოცხადებული ევაკუაციის გამო თბილისიდან სამი მიმართულებით - თელ-ავივი, ასტანა და თეირანი - რეისები გადაიდო. 

 

 

ამავე თემაზე