სიახლეები
სამართალი
მთავარი სიახლე
2017-11-14 19:40:48
5 ჭრილობა - მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და მისი მშობლები დაჭრა 

თბილისში მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ყოფილ ცოლს მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. თავდასხმისას დაშავდნენ ქალბატონის მშობლებიც. 

თბილისში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კაცი ყოფილ მეუღლეს და მის მშობლებს თავს დაესხა. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა სამივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი წარსულში ნასამართლევია და ყოფილ ცოლთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა და 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახური დანაშაულს და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

წყარო PIA

ამავე თემაზე