"სახელმწიფო აპარატის მოქნილობისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია სამინისტროების შემცირება" - ზურა იაშვილი
2017-11-14 16:53:14 · ამობეჭდვა

სახელმწიფო აპარატის მოქნილობისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია სამინისტროების შემცირება. ვთვლით რომ კიდევ შეიძლებოდა რამდენიმე სამინისტროს შერწყმა. სახელმწიფო ბიუროკრატია ყოველთვის საჭიროებს გარკვეულ ოპტიმიზაციას,რაც სახელწიფო აპარატის ეფექტიანობას გაზრდის. სახელმწიფო ბიუროკრატიის ხარჯების შემცირებასა და ოპტიმიზაციას, აუცილებელია მოყვეს რეფორმის მეორე ტალღა - ე.წ. სიპების გაუქმება. სიპების უმეტესობა სრულიად უფუნქციოა და რეალურად ერთგვარ დასაქმების ბიუროდ არიან გადაქცეული, ბიუროკრატიისა და მოუქნელობის დამატებითი ერთი რგოლის სახით. აქედან გამომდინარე, აუცილებელია უკვე დაანონსებული სახელმწიფო მმართველობის რეფორმა გაგრძელდეს მეორე ტალღით, რაც სიპების გაუქმებას, რეალურ დეცენტრალიზაციას და რეგიონალური მმართველობის მოდელზე გადასვლას გულისხმობს - ამბობს "ვაცლავ ჰაველის თავისუფლების ინიციატივა" ერთ-ერთი ხელმძღვანელი ზურა იაშვილი.





გაზიარება და მოწონება