სიორიძემ შარაშენიძეს გამარჯვება მიულოცა
2017-11-14 16:48:13 · ამობეჭდვა

"ქართული ოცნების" მერობის დამარცხებულმა კანდიდატმა ოზურგეთში, ბეგლარ სიორიძემ გამარჯვებულ კანდიდატს კოტე შარაშენიძეს გამარჯვება მიულოცა:

"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ცნობილია. ვულოცავ კოტე შარაშენიძეს გამარჯვებას. დიდ მადლობას ვუხდი იმ ამომრჩეველს, ვინც მე დამიჭირა მხარი და სწორად შეაფასა ჩემ მიერ გაწეული შრომა ქალაქ ოზურგეთის მერად ყოფნის პერიოდში. მე ამაყი ვარ, რომ ჩემს გუნდთან ერთად, ბოლო სამი წლის მანძილზე, მუხლჩაუხრელად ვიშრომე ჩემი ქალაქისთვის. ამაყი ვარ იმ საქმეებით, რომელიც ოზურგეთზე სასიკეთოდ აისახა. მიხარია, რომ ვარ იმ პროექტების ავტორი, რომელიც კიდევ მრავალი წლის მანძილზე სიკეთეს მოუტანს ჩვენს ქალაქს. ვისურვებდი, რომ დაწყებული განვითარება არ შეჩერდეს და ოზურგეთში კიდევ მრავალი სასიკეთო საქმე გაკეთდეს. მე, როგორც მერობამდე, ასევე, მერის პოსტზე ყოფნის დროს თუ ამიერიდან, ვრჩები ჩემი ოზურგეთის გვერდით და ვიქნები თქვენი გულშემატკივარი და ყველა სასიკეთო საქმის თანამონაწილე ყველა პოზიციიდან, სადაც არ უნდა ვიყო მომავალში." წერს სიორიძე "ფეისბუქზე"





გაზიარება და მოწონება