თემურ თორდინავამ თანამდებობა დატოვა
2017-11-14 16:26:56 · ამობეჭდვა

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ თანამდებობა დატოვა. თორდინავა თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.

"ჩემი ინიციატივით, გუშინ მივმართე ქალაქ თბილისის ახალ მერს, ბატონ კახი კალაძეს და პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა,“ აცხადებს თორდინავა

ვინ შეცვლის თორდინავას, ეს ჯერჯერობით უცნობია. არც ისაა ცნობილი, თავად სად გააგრძელებს მუშაობას.





გაზიარება და მოწონება