ბახტაძემ 2012 წელს ,,ნაციონალურ მოძრაობას" 20 000 ლარი შესწირა
2017-11-14 16:05:21 · ამობეჭდვა

მამუკა ბახტაძემ 2012 წელს ერთიან ნაციონალური მოძრაობის შემწირველი იყო. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში მამუკა ბახტაძემ პარტიას 20 000 ლარი შესწირა. პარტიას თანხა 2012 წლის აგვისტოში გადაერიცხა, მაშინ როდესაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კვლავ მმართველი პარტია იყო.

ამ პერიოდში ბახტაძე შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი იყო.

მამუკა ბახტაძე საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორად 2013 წელს დაინიშნა.

ბახტაძემ ფინანსთა მინისტრის პოსტი გუშინ დაიკავა და აღნიშნულ თანამდებობაზე დიმიტრი ქუმსიშვილი ჩაანაცვლა.

BM.GE





გაზიარება და მოწონება