"ბიბილოვის თვითმფრინავი" - საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელი მოსკოვში
2017-11-14 15:12:56 · ამობეჭდვა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელი ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში იმყოფება . მან დღეს უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. ბიბილოვი მოსკოვში ნაურუს პრეზიდენტს ბარონო დივავეს ვაკას შეხვდა. დღესვე ის ვლადიმერ პუტინთან გამართავს შეხვედრას . საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი მოსკოვში გუშინ ჩავიდა.

საინტერესოა ის გარემოება, რომ ვნუკოვო 2-ში ბიბილოვის დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართა და რუსეთის ჰიმნთან ერთად ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ჰიმნიც შესრულდა. ბიბილოვს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეოთხე დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ალექსეი პავლოვსკი და რუსეთის ფედერაციაში. ე.წ. ელჩი ზნაურ გასიევი დახვდნენ. ბიბილოვი მოსკოვი გარნიზონის სამხედროებსაც მიესალმა.

აღასანიშნავია რომ "სპუტნკის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ საიდან ჩაფრინდა ბიბილოვი "ოფიციალური ვიზიტით" მოსკოვში. ვნუკოვოში გადაღებულ ფოტოზე "ბიბილოვის თვითმფრინავის" მხოლოდ წინა ნაწილია დაფიქსირებული. ბიბილოვი მოსკოვში პუტინის გარდა, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელ ალექსანდრ ბასტრიკინს შეხვდება. როგორც სპუტნიკი წერს, პუტითან შეხვედრაზე განხილულ იქნება სოციალურ ეკონომიკური საკითხები და ხელმოწერილი იქნება "სამთავრობოთაშორისო ხელშეკრულებები". ბიბილოვი მოსკოვში 15 ნოემბრამდე დარჩება.






გაზიარება და მოწონება