მინისტრებმა რეფორმის თაობაზე პრემიერის განცხადებამდე ერთი საათით ადრე გაიგეს -"დაუგეგმავი გადაწყვეტილებები" (ვიდეო)
2017-11-14 14:49:12 · ამობეჭდვა

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი, თამარ კორძაია მთავრობაში დაგეგმილ სტრიქტურულ ცვლილებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ არ იცის რას აკეთებს. კორძაიას თქმით, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა ცვლილებების შესახებ პრემიერის განცხადებამდე ერთი საათით ადრე გაიგეს. კორძაიას თქმით, მსგავსი მასშტაბის რეფორმის დროს ჯერ კონცეფცია მუშავდება და შემდეგ მიიღება თანამდებობრივი გადაწყვეტილებები, ამ შემთხვევაში კი პროცესები პირიქით წარიმართა. ამ ყველაფერმა კორძაიას მიხეილ სააკაშვილის მიერ ანტიკორუფციული სამსახურის გაუქმება გაახსენა:

"ყოველ ნაბიჯზე ჩანს, რომ ეს არის სრულიად დაუგეგმავი გადაწყვეტილებები. ის, რომ არც ერთმა მინისტრმა არ იცის რას გააკეთებს, ის, რომ არ იციან რამდენი თანხა დაიზოგება..." განაცხადა კორძაიამ "ტვ პირველის" ეთერში საუბრისას.





გაზიარება და მოწონება