აზერბაიჯანმა საქართველოს ხუთ მოქალაქეზე ინტერპოლით ძებნა გამოაცხადა
2017-11-10 11:03:50 · ამობეჭდვა

აზერბაიჯანმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით საქართველოს ხუთ მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა. საუბარია 42 წლის ჰუსეინ ჰამოევზე, 43 წლის რამაზ ლეშკაშელზე და ზაურ გივიაშვილზე, 45 წლის გიორგი ბულაცაშვილზე და 35 წლის ემილ გაჯიევზე. ოთხ მათგანს ბრალად ყაჩაღური თავდასხმა ედებათ.

ინფორმაცია ძებნაში გამოცხადებული პირების თაობაზე ინტერპოლის საიტზეა განთავსებული.





გაზიარება და მოწონება