2017-11-09 14:26:44
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მშვიდი ვითარება შესაძლოა გარკვეული ძალებისთვის ხელსაყრელი არ იყოს-ცერცვაძე

სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება.

ვალერიან ცერცვაძე ამბობს, რომ საბჭოს ხმაურიანი სხდომა დადებითად არ აისახება სასამართლო სისტემაზე.
რაც შეეხება ხელმოუწერელ დოკუმენტს ცერცვაძე აცხადებს,რომ აჟიოტაჟი ნაადრევია.

,,ნამდვილად სასამართლო სისტემას არ გამოადგება საბჭოში ასეთი არაკონსტრუქციული ვითარება.  უმჯობესი იქნება საბჭოს წევრები აქტიურად დაკავდნენ ყოველდღიური საქმით. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მშვიდი ვითარება შესაძლოა გარკვეული ძალებისთვის ხელსაყრელი არ იყოს.
თუ ეს პრობლემები არ იქნება დარწმუნებული ვარ საბჭოს აქვს რესურსი სამართალწარმოება კანონის ფარგლებში წარმართოს.“-განაცხადა ცერცვაძემ.

ამავე თემაზე