სფეისის ახალი მსხვერპლი-,,სექსუალური მანიაკი"
2017-11-09 13:51:46 · ამობეჭდვა

ამერიკული ტელეარხის საინფორმაციო გამოშვების ექსწამყვანი ფიზერ უმრუმ მსახიობი ქევინ სფეისი მისი 18 წლის ვაჟის მიმართ 2016 წელს განხორიცლებულ სექსუალურ ძალადობაში ღიად დაადანაშაულა. უმრუს მონაყოლიდან ირკვევა, რომ 2016 წელს მის შვილს სფეისი რესტორანში შეხვდა, ახალგაზრდა ბიჭი ჰოლივუდის ვარსკვლავთან შეხვედრის შტაბეჭდილების ქვეშ იმყოფებოდა და მან მსახიობს დაუმალა, რომ ალკოჰოლის მიღება მისთვის არ შეიძლებოდა, სფეისი კი მას ბევრ დასალევს სთავაზობდა.

,,18 წლის ჰეტეროსექსულ ბიჭს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ცნობილი მსახიობი სავარაუდო სექსუალური მანიაკი იყო ,არადა შესაძლოა, ის წუთი-წუთზე მისი მომდვენო მსხვერპლი ყოფილიყო, როცა ჩემი შვილი დათვრა სფეისიმ სექსუალური ხასიათის დანაშაული ჩაიდინა“- აცხადებს 18 წლის ბიჭის დედა.

მისივე თქმით, ბიჭი ცდილობდა გაქცეოდა სფეისის და საბოლოო ჯამში მან ეს მოახერხა. უმრუსთან ერთად სკანდალურ პრესკონფერენციაზე მისი ვაჟი არ იმყოფებოდა, მისივე თქმით, ამ ამბის მოყოლა ვაინშტაინთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ გაბედა. ბოლო ორი კვირის მანძილზე ეს სფეისი მიმართ სექსუალურ დანაშაულში დადანაშაულების მე-6 შემთხვევაა. სფეისიმ პირველი დადანაშაულების შემდეგ აღიარა, რომ ჰომოსექსუალია.





გაზიარება და მოწონება