"ან ითანამშრომლე, ან დაგიჭერთო..."- რატომ მოიკლა თავი დაკითხვიდან გამოსულმა ახალგაზრდამ?
2017-11-09 11:48:23 · ამობეჭდვა

ხარაგაულში, 28 წლის ამირან კვირიკაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილის ოჯახში პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ კვირიკაშვილი ბოლო პერიოდში პოლიციაში რამდენჯერმე დაიბარეს"

"პოლიციას ჰყავდა დაბარებული. იქ არ ვიცი რა უთხრეს. ჩემი აზრია, რომ ეუბნებოდნენ ან ითანამშრომლე ჩვენთან ან დაგიჭერთ. ალბათ ეს იყო მუქარა, რომელიც მაგან ვერ აიტანა და პირადად მე მითხრა, რომ ან თავი უნდა მოვიკლა, ან ეგენი უნდა მოვკლაო და ისეთი იყო, იმათ ვერაფრეს დაუშავებდა და დაუშავა მის თავს. როგორც მე მივხვდი მისი საუბრიდან, იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელსაც ვერ გაუძლო, თან იყო ახალი ნაოპერაციები..."აცხადებს გარდაცვლილის და ნატო კვირიკაშვილი

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.





გაზიარება და მოწონება