მურუსიძე-ჩიჩნალაძის ჯგუფი გვენეტაძის წინააღმდეგ - ვინ არის უფროსი სასმართლოში?
2017-11-07 00:04:02 · ამობეჭდვა

ძალაუფლებისა და გავლენებისთვის ბრძოლა - ასე შეაფასა თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა იუსტიციის საბჭოს ხმაურიანი სხდომა, სადაც საბჭოს წევრები საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს დაუპირისპირდნენ. მამუკა ახვლედიანი ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრების მიზანი იყო ეჩვენებინათ რამდენად სუსტია გვენეტაძე და რამდენად დიდი ძალაუფლება აქვთ თავად. ახვლედიანი მომხდარს მურუსიძე-ჩინჩალაძეს უკავშირებს და ამბობს, რომ ნინო გვენეტაძეს მაინც მოუწევს ხელმოწერა, ვინაიდან მას რეალურად არანაირი ძალა არ აქვს და არც ჰქონია:

"არაფერი უფლებები გვენეტაძეს არ ჰქონდა. ის ერთი ხმა არის ჩვეულებრივად და მეტი არაფერს წარმოადგენს დღევანდელ მოქმედ იუსტიციის საბჭოში, უბრალოდ უნდა, რომ აჩვენოს თავისი ძალაუფლება, რომ მას შეუძლია ხელი არ მოაწეროს და რაღაც ამდაგვარი. მაგრამ ძირითადი პრობლემა ის არის, რასაც ის დანარჩენი ჯგუფი აკეთებს, მოსამართლე წევრები. ისინი ლობირებენ თავიანთ სასურველ კანდიდატურებს, არავითარი განხილვა ისევ ისე დახურული ფორმით ხდება შერჩევა და ძალიან ბევრი პრობლემაა. ეს არის ძირითადად ძალაუფლებისთვის, გავლენისთვის და იმის საჩვენებლად რამდენად სუსტია უზენაესი სასმართლოს თავმჯდომარე, ამის დემონსტრირება იყო დღევანდელი საბჭოს სხდომა.გვენეტაძეს მაინც მოუწევს ხელმოწერა... ძირითადად ეს არის იმ ჯგუფის, ვინც ზის იუსტიციის საბჭოში, მურუსიძე-ჩინჩალაძის ხელმძღვანელობით და მათი ლობირებით. მათი სასურველი კანდიდატებს დაპირდნენ, რომ ყველას გადანიშნავდნენ, ამ პირობის შესრულებაზეა ახლა საუბარი და მათ უნდათ აჩვენონ, რომ მათ ყველაფერი შეუძლიათ ამ ქვეყანაში, რომ შეარჩევენ იმას, ვინც მათ უნდათ, მათ ამით აჩვენეს თუ ვინ არის უფროსი სასმართლო ხელიუფლბაში" განუცხადა "პირველ რადიოს" მამუკა ახვლედიანმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. საბჭოს წევრები გვენეტაძეს უვადოდ არჩეული 34 მოსამართლის დანიშვნის გადაწყვეტილებაზე დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი დამატებითი სხდომის ჩანიშვნის საკითხზე შეკამათდნენ. ნინო გვენეტაძემ განაცხადა, რომ მას მსგავს რეჟიმში მუშაობის გაგრძელება აღარ შეუძლია და მის პოზიციებს წერილობით აცნობს საბჭოს წევრებს.





გაზიარება და მოწონება