კირილის ემისარი თბილისში - რუსული კოჭი საქართველოსთვის
2017-11-03 23:57:31 · ამობეჭდვა

რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა უფროსის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე. მისი თქმით, რუსეთის პატრიარქის კირილის წარმომადგენლის თბილისში ჩამოსვლით და ,,აფხაზეთის ეკლესიაზე“ საუბრით რუსეთის ხელისუფლება ეკლესიის მეშვეობით ცდილობს ქართულ საზოგადოებას კოჭი გაუგოროს.

,,ძალიან საინტერესოა თვითონ ილარიონის ჩამოსვლის ფაქტი. ჩათვალეთ, რომ ის არის რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა მინისტრი. როგორც წესი, ის არ დადის ხოლმე სხვადასხვა ქვეყანაშ. რადგან ჩამოვიდა, ამას სხვა დატვირთვა ჰქონდა. მთავარი პატრიარქის დაპატიჟება კი არ იყო მოსკოვში გასამართ ღონისძიებაზე, არამედ ის ფრაზა, რომელზეც ჩვენ ახლა ვსმჯელობთ, ანუ საერთო ჯგუფის შექმნაზე.
აფხაზეტში რუსეთის საპატრიარქოს მაინცდამაინც პრობლემები არ აქვს. მცირე პრობლემაა მხლოდ არქიმანდრიტი დოროთე დვალი, რომელმაც რუსეთისგან უარი მიღების შემდეგ დაიკავა ათონის მონასტერი და თავი გამოაცხადა ცალკე ეპარქიად. თვითონ არის არქიმანდრიტი, მერე მიტროპოლიტად გამოცხადა თავი და ტქვა, რომ ექმვემდებარება არა რუსეთის, არამედ მსოფლიო პატრიარქს. რასაკვირველია, მოსკოვში ეს ამბავი არ მოსწონთ. რუსეტის დასაყრდენი აფხაზეთში არის არქიმანდრიტი ბესარიონ აპლია. ახლა იქ ბრძოლა ამ ორ ჯგუფს შორის მიდის, მაგრამ მისთვის არადამახასიათებელ დელიკატურობას რომ არ იჩენდეს მოსკოვის, ამ პრობლემას მოაგვარებდა. ამიტომ, ვინმეს თუ ჰგონია, რომ რუსეთი და ქართული საეკლესიო ჯგუფი მართლა იმისთვსი უნდა შეიკრობოს, რომ გაარჩიოს, აფხაზეთის ეკლესიის წიარში რა ხდება, ცდება. სინამდვილეში, რუსეტს ხელისუფლების მხრიდან ეს არის ერთგვარი პოლიტიკური ნაბიჟი, რომ ქართულ საზოგადოებას ეკლესიის მეშვეობით კოჭი გაუგოროს.
ის, რომ ქართული პოლიტიკური ხელმღვანელობა, მიუხედავად თავისი ზომიერი საქციელისა, მუდმივად აყენებს სხვადასხვა ტრიბუნიდან რუსეთის, როგორც ოკუპანტის თემას, თითქოს რუსებისთვის არაფერია, მაგრამ სინამდვილეშ მათ დიდ ზიანს აყენებს. ძალიან ბევრ საერთაშორისო ფორუმზე, სადაც რუსეთს უნდა თვაის წარმოჩენა, როგორც მშვიდობისმყოფელს, საქართლოს საკიტხი ყოველთვის თავს იჩენს ხოლმე. აქედან გამომდინარრე, მას მეტი კეთილგანწყობა შექმას საქართვლოში. ქართულ ეკლესიასთნ ასეთი ნაბიჟის გადადგმა კი, მათი აზრით, საერთო კეთილგანწყობის შემქმნელი იქნება. და მეორე, როგორც ჩანს, რუსეტის ხელისფლება აფხაზების გასაგონადაც უსვამს ხაზს, რომ აფხაზეთი არის საქართველოს საპატრიარქოს კანონიკური ტერიტორია. როგორც ჩანს, აქ ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე მიდის ბრძოლა",- აცხადება მამუკა არეშიძე.

წყარო: ,,რეზონანსი"





გაზიარება და მოწონება