მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 მილიარდ 403 მილიონი ლარით განისაზღვრა
2017-11-03 09:14:49 · ამობეჭდვა

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 მილიარდ 403 მილიონი ლარით განისაზღვრა.

2018 წლის ფინანსური დოკუმენტზე დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ. დოკუმენტს დეპუტატებს დიმიტრი ქუმსიშვილი წარუდგენს. საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით, ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულია და თანხების ხარჯვა ძირითადად სოციალურ პროგრამებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და განათლების სისტემის რეფორმირებისთვის ხდება.

დოკუმენტი 4.5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის მიხედვითაა დაგეგმილი. საბიუჯეტო დეფიციტი კი 3%-ა გათვლილი.

“გადამუშავებული ვერსია ითვალისწინებს ასიგნენებს 12 მილიარდ 403 მილიონით. ეს იქნება ხარჯვა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის. პრაქტიკულად, ეს არის 987 მილიონით მეტი, ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტით 2017 წელს გვაქვს დაგეგმილი. ეს ნიშნავს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზრდება 2018 წელს 4.5%-ით,“ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.





გაზიარება და მოწონება