ლარის კრიზისი - აქვს თუ არა მთავრობას და ეროვნულ ბანკს გეგმა?
2017-11-03 00:03:20 · ამობეჭდვა

"მეტი უცხოური ვალუტის შემოდინება და ნაკლები უცხოური ვალუტის გადინება ქვყნიდან" - ლარის კურსის დასტაბილურების ერთ ერთ მთავარ ფაქტორად სწორედ ამას მიიჩნევს "ბანკები და საზოგადოებას" წარმომადგენელი გიორგი კეპულაძე. "პირველ რადიოსთან" საუბარში კეპულაძე ამბობს, რომ ეროვნული ვალუტის მკვეთრად გაუფასურებას სხვადასხვა მიზეზი აქვს:

"ცუდი გაგებით, შეიძლება ითქვას, რომ მივეჩვიეთ მდგომარეობას, როდესაც ყოველი წლის შემოდგომაზე, განსაკუთრებით თუ არჩევნებია, ლარი იწყებს გაუფასურებას და ეს არის ერთგვარი მოლოდინი მომხმარებლების, მოსახლეობის, ბაზრის მონაწილეებისაც, რომ გაუფასურდება ლარი, შესაბამისად ისინი მოქმედებენ ამ მოლოდინით და ცდილობენ, რომ დღეს მოიმარაგონ რაც შეიძლება მეტი რესურსი უცხოურ ვალუტაში, რომ შემდეგ კიდევ უფრო გაძვირებული დოლარის შეძენა არ მოუხდეთ. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია სეზონურობა. ზამთრის პერიოდში ახასიათებს. არასწორი მოლოდინები იწვევს რა თქმა უნდა აჟიოტაჟს და ამის საწინააღდმეგოდ უნდა იმუშაოს მთავრობამ . ვნახეთ ეროვნული ბანკის განცხადება, რომელიც ცდილობს თითქოს დაამშვიდოს ბაზრის მონაწილეები, რომ ეკონომიკური პარამეტრები წესრიგშია, მაკროეკონომიკური ფაქტორები არ მოქმედებენ და არანაირი სხვა საფუძველი ლარის კურის გაუფასურების არ არსებობს. თუ ეს რეალურად ასეა, ამას ექნება მოკლევადიანი ეფექტი და გარკვეული პერიოდის შემდეგ წესით ლარი უნდა დაუბრუნდეს რაღაც სხვა წერტილს, სადაც ის კარგა ხნის განმავლობაში იყო," - განაცხადა გიორგი კეპულაძემ ,,პირველ რადიოსთან" საუბრისას.





გაზიარება და მოწონება