ფედერაცია ცისარტყელის ფერებში შეიღებება - რას იზამს პოლიცია
2017-10-31 14:24:17 · ამობეჭდვა

ქართული მარშის ერთ- ერთი ლედერის ლადო სადღობელაშვილის განცხადებით, თუ დღეს საღამოს 6 საათამდე ფეხბურთელი გურამ კაშია და ფეხბურთის ფედერაცია სამკლაურის გამო ბოდიშს არ მოიხდიან ფეხბურთის ფედერაცისთან ,,დიდი ამბები დატრიალდება“. სადღობელაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედრაცია ცისარტყელის ფერებში შეიღებება რისთვისაც ,,ქართულმა მარშმა“ 3 კილო საღებავი შეიძინა.

,,ცისარტყელის არც ერთი ფერი არ დაგვიწყნია. სხვათაშორის, გერმანული საღებავია და კარგად შეღებავს იქაურობას. ძალიან მოსწონთ ეს ფერები და იყვნენ ამ ფერებში“,- აცხახადებს სადღობელაშილი.

ლადო სადღობელაშილსი ამ განცხადების და დღეს დაგეგმილი აქციის გამო ,,პირველი რადიო“ შს სამინისტროს დაუკავშირდა შეკითხვით იქნება თუ არა დღეს მობილიზებული ფედერაციასთან უსაფრხოების და წესრიგის დასაცავად სამართალდამცავები სადაც განგვიცხადეს რომ სამართალდამაცავები იმოქმედებენ კანონის ფარგლებში.





გაზიარება და მოწონება