,,ქართული მარშის" კამპანია კაშიას წინააღმდეგ
2017-10-27 00:27:51 · ამობეჭდვა

საქართველოს ნაკრების წევრის, გურამ კაშიას ჟესტის შემდეგ, რომლითაც მან სოლიდარობა გამოუცხადა ლგბტ თემს, ,,ქართვულმა მარშმა“ მის წინააღმდეგ კამპანია ,,მამათმავლების ადგილი ნაკრებში არ არის“ დაიწყო.

,,ქართული მარშის“ აქციაზე ,,პირველ რადიოს“ კომენტარი უნდოდა ეთხოვა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილისთვის, მაგრამ მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა. კობიაშვილმა ორი დღის წინ კაშიას სოციალურ ქსელში მხარდაჭერა მისი ფოტოს გაზიარებით გამოუცხადა.

თუმცა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს კაშიას მონაწილეობაზე სოლიდარობის აქციაში და მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ, სოციალურ ქსელში კაშიას აქტიურ მხარდამჭერს, სპორტის ჟურნალისტს მაგდა კლდიაშვილს.

,,მე არ ვიცი რა კამპანია წამოიწყო ,,ქართულმა მარშმა“ ან ვინ არიან ესენი საერთოდ, მათ ამ წამოწყებაზე მგონია, რომ საპასუხო განცხადება უნდა გაავრცელოს ფეხბურთის ფედერაციამ,რადგან ფედერაციას ევალება ნაკრების წევრების დაცვა მსგავსი აგრესიისგან.

ასევე მინდა მოვუწოდო ჟურნალისტებს,რომ ნუ შევუწყობთ ხელს ამ გაურკვევლ ორგანიზაციას მათი აქტივობის ტირაჟირებაში,“-ამბობს კლდიაშვილი ,,პირველ რადიოსთან“ საუბრისას.





გაზიარება და მოწონება