2017-10-21 21:04:13
"ლეიბორისტულმა პარტიამ" ამომრჩეველს "საბრძოლო მზადყოფნისკენ" მოუწოდა

„ამ წუთებში, ახლა წყდება არჩევნების რეალური ბედი, გადაწყდება იქნება თუ არა მეორე ტური,“ - ეს განცხადება ლიდერთა საბჭოს წევრმა მერობის კანდიდატებმა საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გააკეთეს. მათი თქმით, თითოეული ხმა უნდა დაიცვან.ლიდერთა საბჭომ სპეციალური ბრიფინგი გამართა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მნიშვნელოვანია ხმის დათვლის პროცედურა.

”დასრულდა ხმის მიცემის პროცესი, რომელიც დღეს მთელი დღის განმავლობაში საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდა. დღის განმავლობაში არაერთხელ დაფიქსირდა, რომ ამომრჩეველზე და საარჩევნო ადმინისტრაციაზე უპრეცედენტო ზეწოლა იყო. იყო ფაქტები ამომრჩეველთა მოსყიდვის და ვფიქრობთ, რომ არჩევნები საკამოდ მძიმე ფონზე მიმდინარეობდა. არჩევნები არ დასრულებულა. ახლა არის ძალიან მძიმე ეტაპი. ჩვენ ყველა ოპოზიციის დამკვირვებელს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალური ძალისხმევა მიმართონ, რომ ხელისუფლებას არ მისცენ შედეგების მანიპულირება მოახდინონ თავიანთ სასარგებლოდ”, - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.

ლიდერთა საბჭოს წევრების განცხადებით, არჩევნების დღე მძიმე ფონზე მიმდინარეობდა. მათი შეფასებით, დაფიქსირდა, რომ იყო უპრეცენდენტო ზეწოლა, იყო ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტები.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ცალკეული უბნებიდან მისი პარტიის წარმომადგენლების გამოყრა დაიწყეს.

"ლეიბორისტულმა პარტიამ" ამომრჩეველს "საბრძოლო მზადყოფნისკენ" მოუწოდა

ამავე თემაზე