2017-10-21 20:44:51
მთელ რიგ მუნიციპალიტეტებში მეორე ტურებია მოსალოდნელი-კობახიძე

მთელი ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად ლიდერობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეგზიტპოლების პირველადი შედეგის გამოქვეყნების შემდეგ აცხადებს. 

„ყველა მუნიციპალიტეტზე შეიძლება ეს ითქვას. რა თქმა უნდა, მოსალოდნელია მთელ რიგ მუნიციპალიტეტებში მეორე ტურები, მაგრამ ესეც არის დემოკრატიული პროცესის ნაწილი. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნება“ ლიდერობს დამაჯერებლად ყველა მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ . 

ამავე თემაზე