თავდამსხმელების ვინაობა სავარაუდოდ ცნობილია - შიდაპარტიული დაპირისპირება თუ ბიზნესგარჩევა მარნეულში?
2017-10-20 15:04:16 · ამობეჭდვა

"პირველი რადიოს" ინფორმაციით, გამოძიებისთვის უკვე ცნობილია მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის მონაწილე პირების ვინაობა. ინფორმაციის თანახმად ეჭვმიტანილია ორი პიროვნება და ორივე მათგანი მარნეულის მკვიდრია . ჩვენი ინფორმაციით ორმა დაჭრილმა გამოძიებას თავდამსხმელების ვინაობა დაუსახელა

ოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელებმა გასროლა ავტომატური ცეცლხსასროლი იარაღიდან განახორციელეს. გამოძება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, თუმცა ოფიციალურად თავდასხმის მოტივი უცნობია.

"პირველი რადიოს" ინფორმაციით, გამოძიება ძირითადად თავდასხმის ორ ვერსიაზე მუშაობს - ესაა ბიზნეს გარჩევა და პირადი ანგარიშსწორება. რაც შეეხება პირად ანგარიშსწორებას , ამის საფუძველი სავარაუდოდ ქართული ოცნების ადგილობრივ ორგანიზაციაში არსებული შიდადაპირისპირებაა . მარნეულში "ქართული ოცნების" შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე პირად საუბრებში ადგილობრივებიც საუბრობენ. ამავე ვერსიას იზიარებენ ოპოზიციის წეარმომადგენლებიც , თუმცა ქართული ოცნების ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები და არჩევნებში მონაწილე კანდიდატები შიდადაპირისპირებას უარყოფენ





გაზიარება და მოწონება