სროლა თბილისში - სოლოლაკში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
2017-10-20 08:41:51 · ამობეჭდვა

სროლა თბილისში - სოლოლაკში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა მაჩაბლის ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უსწრებდა. მამაკაცს დაზიანებები ხელისა და მუცლის არეში აქვს.

ადგილობრივების ცნობით, შემთხვევის შემდეგ თავდამსხმელი მიიმალა, დაშავებული კი მისმა მეგობარმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.





გაზიარება და მოწონება