,,ემუქრებიან ოჯახით, მომავლით, დაჭერით“ - ვინ ებრძვის ქართული რაგბის ლეგენდას (ვიდეო)
2017-10-19 15:15:54 · ამობეჭდვა

ასპინძის მოქმედი გამგებელის და ქართული რაგბის ლეგენდა ლევან ცაბაძე დუმილს არღვევს და ღიად აცხადებს რომ მასთან პირად საუბრებში გამგეობის თანამშროლები აცხადებენ რომ მათზე სუს-მა ზეწოლა განახორციელა. ცაბაზე ამბობს რომ ცაბაძესთან საუბრებში თანამშრომლები ამბობენ რომ მათ ოჯახით, მომავლით და დაჭერით ემუქრებოდნენ.

ლევან ცაბაძე, რომელიც ,,ქართული ოცნების" წევრია გამგებლის პოსტზე 2014 წელს ადგილობრივი თვითმართველობის არჩვენების შემდეგ დაიშინდა. თუმცა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ის მეროს პოსტზე დამოუკიდებლად იყრის კენჭს.

როგორც თავად ამბობს მის ზურგს უკან მოხდა კანდიდატის შერჩევა. გასულ კვირას გამგეობის 7 თანამშრომელმა მოულოდნელად სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. ,,სამხრეთის კარიპჭის" ინფორმაციით, თანამშრომლებმა სამსახური სუს-ის ზეწოლის შედგეგად დატოვეს.

,,შემოდგომა ნამდვილად არ არის მიზეზი ამ ადამიანების უმრავლესობა იმყოფებოდა შვებულებაში და მათ არანაირი სასწრაფო და საჭიროება არ იყო იმისი რომ შვებულებაში მყოფ ადამიანებს დაეწერათ განცხადება წასვლაზე. აცხადებენ რომ სახელმწიფო უსაფრხოების სამსახურის მხრიდან არის ზეწოლა. პირად საუბრებში მითხრეს... შვილებით, მომავლით დაჭერით ემუქრებიან. ორი მიზეზია ან ისე რომ მერე ვიღაცამ მე დამადანაშაულოს მე ვიყავი დესპოტი და გარბიან თანამშრომელები და მეორე ის არის რომ ვიღაცას უნდა რომ დაანახოს ხალხს მე მაგალითად ადამიანებს ვინც ჩემი მხარდამჭერი არ არის სამსახურიდან ვუშვებ. ჩემს ზურგს უკან მოხდა კანდიდატების შერჩევა“- აცხადებს ლევან ცაბაძე.

ლევან ცაბაძე ქართული რაგბის ლეგენდაა. ის საქართველოს რაგბის ნაკრების კაპიტანი იყო. 1994-2002 წწ-ში საქართველოს ნაკრებში 31 მატჩი ჩაატარა. მათ შორის 12 კაპიტნის სამკლაურით. გატანილი აქვს 9 ლელო. 2011 გახდა ევროპის ერთა თასის მფლობელი. 2002 წლის 13 ოქტომბერს რუსეთთან პრინციპულ მატჩში ლელო გაიტანა. თამაშობდა საფრანგეთის უმაღლესი ლიგის კლუბებში.





გაზიარება და მოწონება