„თუ კალაძე იქნება არჩეული მერად, თბილისი საახალწლოდ, საჩუქრად მიიღებს გაძვირებულ ელექტროენერგიას, გაზს და წყალს“
2017-10-18 00:12:53 · ამობეჭდვა

„ლეიბორისტების“ თბილისის მერობის კანდიდატის გიორგი გუგავას განცხადებით, დეკემბრიდან გაზის, ელექტროენერგიის და წყლის ტარიფი გაძვირდება. ამის შესახებ გუგავამ „პირველ რადიოსთან“ საუბრისას განაცხადა.

გიორგი გუგავას ინფორმაციით, სემეკი უკვე განიხილავს კომპანიების განაცხადს ტარიფების გაძვირებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, სემეკი „ქართული ოცნების“ დავალებით თვითმმართველობის არჩევნების დასრულებას ელოდება, შემდეგ კი ტარიფი წყალზე, ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„მე ვიცი დაზუსტებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გაზის, ელექტრო ენერგიის და წყლის ტარიფის გაძვირების შესახებ. მე გეუბნებით ოფიციალურ ინფორმაციას. თუ კალაძე იქნება არჩეული მერად,თბილისი საახალწლოდ, საჩუქრად მიიღებს გაძვირებულ ელექტროენერგიას, გაზს და წყალს - ზუსტად ვიცი რომ დეკემბრის ბოლოს აპირებენ მიღებას, მოსახლეობა ამიტომ ვიბრძვით ჩვენ სემეკში და ამიტომ ვიბრძვით სასამართლოებში და ვმართავთ აქციებს. ეს არის უშუალოდ კალაძის დაკვეთა, იმიტომ რომ კალაძის მფლობელობაშია 18 ჰესი, 2 თბოელექტრო სადგური და ასევე ყაზტრანსგაზ - თბილისი. ეს ოფიციალური განაცხადებია შეტანილი და სამართლებრივი პროცედურა დაწყებულია სემეკში. ელოდებიან არჩევნების დამთავრებას და ეს პროცესიც დამთავრდება,“-აცხადებს გიორგი გუგავა.





გაზიარება და მოწონება