2017-10-14 00:05:48
"საახალწლოდ ლარი 2.50-55 ფარგლებში იმერყევებს"

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ოპოზიცია და ექსპერტთა ნაწილი ეროვნული ვალუტის კურსთან და მოსალოდნელ დევალვაციასთან დაკავშირებით ცრუ მოლოდინს ქმნიან. კაკაურიძე აცხადებს, რომ დაგეგმილი ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში გადაჭარბებით სრულდება. ახალ წლამდე დარჩენილ პერიოდში ბიუჯეტის ხარჯვას ლარზე არანაირი გავლენა არ ექნება. კაკაურიძის ამ მოსაზრებას არ იზიარებენ ფინანსისტები.  ,,ეფიქს ჯგუფის“ ანალიტიკოსი ნიკა შენგელია აცხადებს, რომ ლარის კურსთან დავაშირებული ყველა განცხადება რეალობაზე დაყრდნობით ვრცელდება. შენგელიას თქმით, რეალობა ისიეთია რომ ახალი წლის პერიოდში ლარი დოლართან  2,55 იქნება.

,,საახალწლოდ ლარი 2.50-55 ფარგლებში იმერყევებს. ამ მაჩვენებელს არ ვცვლით და გვგონია, რომ რეალობასთან ძალიან ახლოს ვართ. რას ეფუძნება სამინისტროს განცხადება, რომ ვქმნით ცრუ მოლოდინს, არ მესმის. ამბობენ, რომ ბიუჯეტი დაგეგმილად სრულდება, თუმცა ვალებზე რატომ არ ამახვილებენ ყურადღებას? საგარეო ვალი რომ 15 მლრდ-ს გადასცდა, ეს არ არის პრობლემა? ამ ფონზე არ მიმაჩნია, რომ ცრუ მოლოდინს ქმნიან სპეციალისტები.

ჩვენ განცხადებებს ჰაერზე არ ვისვრით. საკმაოდ ჩამოყალიბებული და ფუნდამენტური დაკვირვების შემდეგ ვამბობთ, რა ნიშნულს მიაღწევს ლარი კონკრეტულ დროს. მაგალითისთვის შემიძლია ვთქვა, რომ ახლო მომავალში, კერძოდ სამშაბათიდან, დოლარი მეტ-ნაკლებად გამყარდება და ლარი 2.47-49 შუალედში იმოძრავებს", - აცხადებს შენგელია  ,,რეზონანსთან“ საუბარში. 

ამავე თემაზე