დეკანოზ მამალაძის ადვოკატებმა ჩვენება არც სასამართლოში მისცეს
2017-10-13 15:18:21 · ამობეჭდვა

საქალაქო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების დაკითხვა დასრულდა. მათ ჩვენება არც მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცეს. უფლებადამცველებმა გამოიყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 49-ე მუხლი, რომლის მიხედვით, მოწმეს აქვს უფლება, არ მისცეს ჩვენება, თუ ის შეიძლება, მისი ან მისი ოჯახის წევრის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული.

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემ საწინააღმდეგოდ არანაირი ჩვენება არ მიმეცა. მე ერთადერთ კითხვაზე გავეცი პასუხი, ზოგადად დიახ, ადვოკატი ვარ ამ საქმეში და ვიქნები ბოლომდე, აქედან გამომდინარე, მე ვალდებული ვარ, რომ არანაირი ჩვენება არ მივცე,“ - განაცხადა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.

იგივე უფლება გამოიყენა ადვოკატმა სულხან კობაიძემ და სასამართლოში ჩვენება არ მისცა.

"ფაქტია, რომ სასამართლოში ჩვენების მიცემა შეწყდა. მე იგივე უფლება გამოვიყენე რაც მქონდა. სახელმწიფო ბრალდებას ეს რესურსი რასაც ახლა ხარჯავს, გიორგი მამალაძის ბრალდების საქმის ძიებისას რომ გამოეყენებინა, გიორგი მამალაძე დღეს უკანონო მსჯავრდებული არ იქნებოდა", - განაცხადა სულხან კომახიძემ.





გაზიარება და მოწონება