პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იმის შემდეგ გადავადდა, რაც „ევროპულმა საქართველომ“ კონსტიტუციის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა- კობახიძე
2017-10-13 15:08:36 · ამობეჭდვა

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იმის შემდეგ გადავადდა, რაც „ევროპულმა საქართველომ“ კონსტიტუციის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა.

„ერთადერთი ცვლილება განიცადა დოკუმენტმა იმასთან შედარებით, რაც იყო გაგზავნილი თავდაპირველად - ეს არის პროპორციული სისტემის ამოქმედების ვადა. ეს საკითხი შეიცვალა ერთ დღეს, მას შემდეგ, რაც შედგა შეხვედრა ჩემს, ბატონ მამუკა მდინარაძეს და „ევროპული საქართველოს“ პარტიის ლიდერებს შორის. ბატონი გიგა ესწრებოდა თქვენგან და ორი სხვა ლიდერი. ჩვენ შევთავაზეთ თქვენ პოლიტიკურ პარტიას, მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის პროპორციული სისტემის პირობებში 2020 წლისთვის, ბონუსი უკვე კორექტირებული იყო. კომისიაში მუშაობისას უმცირესობის წარმომადგენლებმა არაერთხელ დასვეს კითხვა, შეგვეძლო თუ არა გვესაუბრა 116 კაცის სახელით და განვაცხადეთ, რომ ვერ ვისაუბრებდით. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ დოკუმენტი გამოსულიყო ამ სახით. ამის შემდეგ თქვენი მხარდაჭერის პირობებში შესაძლებელი იყო ამ ცვლილებების გატანა. ეს გითხარით იმ შეხვედრაზეც, მაგრამ უარი განაცხადეთ“, - მიმართა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმცირესობას.





გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე