"ნურას უკაცრავად! ვერ იქნებით თქვენ 20 30-მდე ... ვერ ეღირსებით საკუთარი პრეზიდენტის დასმას... "(ვიდეო)
2017-10-13 14:23:50 · ამობეჭდვა

”ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ, პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა, ”ნაციონალური მოძრაობა” კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს - ”მიიღებთ ამ კონსტიტუციას, ხელს მოაწერთ მას. ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ ასეთი ძალადობრივი გზით კონსტიტუციის მიღებას და ჩვენ არ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას”, - განაცხადა გოცირიძემ.

მანამდე კი ტრიბუნასთან სიტყვით გამოსვლისას მან დრევანლდელ სხდომას "ანტიისტორიული" უწოდა და განაცხადა, რომ ხდება "ანტისახალხო კონსტიტუციის" მიეღბა, რომელიც ხელს უწყპბს ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებას ქვეყანაში. გოცირიძემ ყურადღება პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე, ბლოკების სისტემასა და პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაზე გაამახვილა

"დღეს მოქმედებს ბლოკების სისტემა ვერ გეღირსებოდათ პარლამენტში ჯდომა, რომ ბლოკებით არ მოსულიყავით... ეხლა თქვენ გინდათ, რომ აკრძალოთ პარტიების გაერთიანება" განაცხადა გოცირიძემ. მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ბლოკების სისტემა მხოლოდ მომავალ არჩევნებზე "სეზონურად" დაუშვა და ახლა ამისთვის მადლობას ითხოვს. გოცირიძე ამბობს, რომ ამ სისტემის მოსახლეობას აღარ ექნება შესაძლებლობა ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალოს.

"გინდათ გაინაღდოთ 20 30-მდე ხელისუფლებაში ყოფნა როგორც ბატონმა ივანიშვილმა ბრძანა და ეს საკრალური 20 30 კი გაქრა ტელევიზიის ეკრანიდან, მაგრამ თქვენ გულებში არის. ნურას უკაცრავად. ვერ იქნებით თქვენ ვერც 20 30-მდე და ვერც მომავალი 7 წლის განმავლობაში ...
ვერ ეღირსებით საკუთარი პრეზიდენტის დასმას ვიღაც ხმოსნების მიერ ... ისე არ მოხდეს, რომ ამ ხმოსნების სისტემით ჩვენ დავდგეთ იმ ალტერნატივის წინაშე, რომ მომავალიპრეზიდენტი იქნება ან ქართუს რომელიღაც კლერკი, ან რომელიღაც "მილანისა" თუ "ბენფიკას" ფეხბურთელი...მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არ იქნება ... შვიდი წლის შემდეგ არათუ ქართული ოცნება, საერთოდ "ქართუს ბიჭები" სად იქნებიან კიდევ ღმერთმა იცის" განაცხადა რომან გოცირიძემ.





გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე