"თქვენ გავიწყდებათ, რომ არსებობენ დამოუკიდებელი დეპუტატები" - ზურაბიშვილი დოლიძეს
2017-10-13 13:52:45 · ამობეჭდვა

"მე მინდა გითხრათ, რომ როდესაც ამბობთ, ამ კონსტიტუციას მხარი დაუჭირა მხოლოდ ერთმა პარტიამო, თქვენ გავიწყდებათ, რომ არსებობენ დამოუკიდბელი დეპუტატები", - ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მთაწმინდის მაჟორიტარმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ანა დოლიძეს. მისი თქმით, დოლიძის განცხადება საკმაოდ შეურაცხმყოფელი მისი ამომრჩევლებისთვის.

"მე მინდა გითხრათ, რომ როდესაც ამბობთ, ამ კონსტიტუციას მხარი დაუჭირა მხოლოდ ერთმა პარტიამო, თქვენ გავიწყდებათ, რომ არსებობენ დამოუკიდბელი დეპუტატები და ეს არის საკმაოდ შეურაცხმყოფელი ჩემი ამომრჩევლებისთვის.მაქვს კითხვა, რომელზეც მთელი პერიოდის განმავლობაში პასუხი ვერ მივიღე, თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოს საზოგადოებას უნდა რომ პირდაპირი წესით აირჩიოს თავისი პრეზიდენტი, ეს უფლება უნდა ჰქონდეთ და ამას ადასტურებს რეიტინგები, ამაში გეთანხმებით, მე ვარ მათ შორის, ვინც მომხრეა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩვის, მაგრამ მაინტერესებს, რომელი ლოგიკით, იურიდიულით, პოლიტიკურით, მორალურით შეიძლება რომ საზოგადოებას უნდოდეს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა და არ უნდოდეს თავისი დეპუტატის პირდაპირი არჩევა, რაც ასევე, რომ ვკითხოთ საზოგადოებას არის მისი სურვილი და მიიჩნევს, რომ უნდა იყოს უფრო ახლოს უნდა იყოს თავის დეპუტატთან, უნდა იყოს ის პასუხისმგებელი მის მიმართ და უნდა გრძნობდეს, რომ ანგარიშვალდებულია ამომრჩევლის მიმართ, ეს ყევლაფერი ასევე წარმოადგენს საქართველოს საზოგადოების მოთხოვნას, მაგრამ თქვენ პოლიტიკურად ერთს უჭერთ მხარს და მეორეს არა!" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა





გაზიარება და მოწონება