საკრებულომ ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის გადაცემაზე განკარგულება გამოსცა
2017-10-13 13:27:53 · ამობეჭდვა

თბილისის საკრებულომ 10 ოქტომბრის განკარგულება გამოაქვეყნა. განკარგულებაშია საუბარია, რომ დედაქალაქის მთავრობამ და დედაქალაქის საკრებულომ შეთანხმების საფუძველზე პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის 1900 კვადრატული მეტრი სიმბოლურ ფასად 1 ლარადა კომპანია ,,თბილისი სითის“ გადასცა. განკარგულების მიხევიტ, კომპანია ვალდებულია განხორციელოს არანაკლებ 1 მილიონი ლარის ინვესტიცია და მოწყოს მიწისქვეშა ავტოსადგომი არანაკლებ 30 ავტომობილისთვის. განკარგულების მიხედვით, თუ კომპანია ვერ უზრუნველყოფს 30 ადგილიან პარკინგს ან შესრულების ვადას გადააცილებს პირგასამტეხლოდ დაერიცხება 50 ლარი. თუ დაირღვევა ავტომობილთა სადგომის მონაცემთა რაოდენობა პირგასამტეხლოდ კომპანიას დაეკისრება 100 ლარი.





გაზიარება და მოწონება