”როგორი კონსტიტუციაც არ უნდა მოირგოს მმართველმა გუნდმა, ისინი ამით ხელისუფლებას ვერ გაიხანგრძლივებენ”
2017-10-13 13:14:52 · ამობეჭდვა

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ”როგორი კონსტიტუციაც არ უნდა მოირგოს მმართველმა გუნდმა, ისინი ამით ხელისუფლებას ვერ გაიხანგრძლივებენ”.

„უმრავლესობის პოზიცია სამწუხაროდ დიდი ხანია ცნობილია, ისინი მიდიან საერთაშორისო აზრის, რაც მთავარია ქართული საზოგადოების, ყველა პოლიტიკური პარტიის, ზოგადად ყველას წინააღმდეგ, რათა გაიტანონ ის, რაც აქვთ ჩაფიქრებული, ის რაც დაავალათ ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომ, ცხადია არანაირი ილუზია არ გვაქვს, რომ უმრავლესობა პოზიციას შეიცვლის ან რამეს გააკეთებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყოველ ჯერზე ოპოზიციამ დააფიქსიროს მკაფიო პროტესტი. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ როგორი კონსტიტუციაც არ უნდა მოირგონ, ისინი ამით ხელისუფლებას მაინც ვერ გაიხანგრძლივებენ, პირიქით, ასეთი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ არის უმოკლესი გზა ხელისუფლების დაკარგვის”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





გაზიარება და მოწონება