მკვლელობები გურიაში - პილიციის უფროსის გადაყენებს შსს არ ადასტურებს
2017-10-13 12:31:10 · ამობეჭდვა

გურიაში ბოლო პერიოდში მომხდარი გამხურებული მკვლელობების გამო პოლიციის უფროსი კახაბერ მურადაშვილი თანამდებობიდან გადააყენეს. ,,გურიის მოამბის“ ინფორმაციით, ის ოფიციალურად პოსტს თვითმართველობის არჩევნების შემდეგ დატოვებს. ბოლო ხუთი წლის მანძილზე გურიაში მომხდარი მკვლელობებიდან 3 სავარაუდოდ, შეკვეთილი მკვლელობაა, არცერთი მათგანი გამოძიებული არ არის(გუჯაბიძის, კვაჭანტირაძის და ფოცხიშვილის მკვლელობები). ბოლო რამდენიმე დღეში კი გურიაში ორი მკვლელობა მოხდა. ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიანთაში 28 წლის მამაკაცი მოკლეს, ოჯახის ახლობლების მტკიცებით, ეს მკვლელობაც შეკვეთილი იყო. ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურში სამი დღის წინ 45 წლის მერაბ ღაჟონია მოკლეს(სავარაუდო მკვლელი, 22 წლის ახალგაზრდა, პოლიციამ მეორე დღეს დააკავა). შს სამინისტროს პრესსამსახურში ,,პირველ რადიოს“ განუცხადეს, რომ მურადაშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.





გაზიარება და მოწონება