2010 წელს გათამაშდა პუტინი-მედვედევის მმართველობის მოდელის გადმოღება საქართველოში - ზარდიაშვილი (ვიდეო)
2017-10-13 12:22:14 · ამობეჭდვა

2010 წელს პირდაპირი მნიშვნელობით გათამაშდა პუტინი-მედვედევის მმართველობის მოდელის გადმოღება საქართველოში - ეს განცხადება უმრავლესობის ერთ ერთმა წევრმა ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა, სადაც პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ. ზარდიაშვილის თქმით, მაშინ მიღებულ კონსტიტუციაში ყველა მუხლს ჰქონდა თავისი თანამდებობის სახელები და გვარები, ვისთვის იღებდნენ ამ კონტყიტუიციას,.

"ის პარტიები, რომელიც ეხლა თქვენ თანხმობის დოკუმენტად გაცხადებენ, მაშინ "გააპრავეს" ეს კონსტიტუცია... "გაუპრავეს" სააკაშვილს კონსტიტუცია" მიმართა ზარდიაშვილმა ანა დოლიძეს, რომელმაც პარლამენტში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები წარადგინა.





გაზიარება და მოწონება