"ვეტოს გაზიარების შემთხვევაში, იტყვით თუ არა, რომ საქართველოს ექნება კარგი კონსტიტუცია?"-მდინარაძე დოლიძეს (ვიდეო)
2017-10-13 12:12:16 · ამობეჭდვა

"ვეტოს გაზიარების შემთხვევაში, იტყვით თუ არა, რომ საქართველოს ექნება კარგი კონსტიტუცია?"- ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის საპარალემნტო მდივანს ანა დოლიძეს, რომელცი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დღეს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს აცნობს დეპუტატებს. მამუკა მდინარაძის შეფასებით, გუშინდელის მსგავსად, დღესაც დოლიძის გამოსვლაში მან ვერ მოისმინა იურიდიულ-სამართლებრივი არგუმენტები და დოლიძის გამოსვლა მხოლოდ პოლიტიკური იყო. მდინარაძემ დოლიძეს რამდენიმე კითხვით მიმართა:

"თქვენ ამბობდით ოპოზიციასთან ერთად, რომ ხალხს ართმევენ პერზიდენტის არჩევის უფლებას, იმ შემთხვევაში თუ პარლმენტი ვეტოს გაიზიარებს, მაშინ რა გამოდის, ორპალატიანი პარლამენტის არსებობის შემთხევევაში თქვენ უშვებთ, რომ ორლაპარტიანმა პარლამენტმა შეიძლება ხალხს წაართვას პრეზიდენტის არჩევის უფლება, თუ როგორ არის?! აქვე, რომელი ნორმა არსებობს სამართლებრივ საფუძველში, რაც პირდაპირი არჩევის შემთხვევაში რაიმე განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს მოქმედ, ან ახალ კონსტიტუციაში, რომელიც უზრდის რაიმე ფუნქციას პრეზიდენტს იმ ბალანსისთვის, რაზეც თქვენ საუბრობდით?! გუშინ როგორც იქნა აღიარეთ, რომ ამ კონსტიტუციას აქვს ხუთი პარტიის მხარდაჭერა და დღეს რატომ შეცვალეთ ეს მესიჯი?! ხუთი პუნქტი და ვალდებულება ახსენეთ, რას გულისხმობთ რა ვალდებულება გვაქვს მეხუთე აღებული, იქნებ შეგვახსენოთ”, - მიმართა მდინარაძემ დოლიძეს.





გაზიარება და მოწონება